leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ერთეული სპეც. ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

ასევე, ინტენსიურად იწმინდება დაბის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები, ქუჩები და ბილიკები. გაწმენდით სამუშაოებს ქედის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ადგილზე ესწრებიან.

რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31

 

ასევე იხილეთ