leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბოხვაურის, დვაბზუს, თხინვალის, ნაგომრის, დაბა ლაითურის, დაბა ნასაკირალის, დაბა ნარუჯის, დაბა ურეკის, ლიხაურის, ბახვის, მაკვანეთის, ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქ ოზურგეთსა და სოფლებში თოვლისგან ხელახლა იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა, მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სამაშველო ჯგუფები.

გურიაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა ტყემალაძე, რომელმაც რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან განიხილა.

ასევე იხილეთ