leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი უზბეკეთის მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ბეხზოდ მუსაევს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი უზბეკეთის მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბეხზოდ მუსაევს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა, საქართველოსა და უზბეკეთს  შორის მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს ხელმძღვანელს  ქვეყანაში შრომითი მიგრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია  მიაწოდა  და აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთის საიმედო პარტნიორია.

მხარეები სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

 

ასევე იხილეთ