საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” თანადამფუძნებელი – მირიან ყარაულაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ხელისუფლება შეიცვალა გაუგონარ დანაშაულებს აეხადა ფარდა.
“ტრამპი და მისი მარჯვენა ხელი – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ილონ მასკი გაუგონარ დანაშაულებს აწყდებიან ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების თითქმის ყველა სფეროში. აი, მაგალითად, ილონ მასკმა უკვე განაცხადა იმის შესახებ, რომ მისმა თანაგუნდელებმა ამერიკაში იპოვეს ისეთი “პენსიონერები”, რომლებიც 150 წლისანი არიან და სახელმწიფოსგან პენსიას იღებდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ ხრავდა და ყვლეფდა “დიფ სთეითი” ამერიკის ბიუჯეტს?
ამერიკის ხელისუფლებაში დაწყებული ძირეული ცვლილებების შედეგად “დიფ სთეითი” თავდაცვის რეჟიმშია გადასული. ცხადია, ამ ყველაფრით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს და დამნაშავეები დასაჯოს. თუ ვინმე საპარლამენტო კომისიას არ დაემორჩილება და დაკითხვაზე არ გამოცხადდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. სხვათა შორის, კომისიაზე არგამოცხადება და ჩვენების არმიცემა რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს კანონიც ნაცების დროს არის მიღებული”, – აცხადებს გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში მირიან ყარაულაშვილი.
წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”