leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ფოჩხუა: დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და როცა რეგიონებს გაუჭირდა

“უცბად დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და როცა რეგიონებს გაუჭირდა მოსული თოვლის გამო”,  – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციური ტელევიზიები თითქოს ვერ ხედავენ და არ ესმით როგორ არის ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ფეიკ-ნიუსებს ავრცელებენ.

“უცბად დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და როცა რეგიონებს გაუჭირდა მოსული თოვლის გამო. ოპოზიციური ტელევიზიები თითქოს ვერ ხედავენ და არ ესმით როგორ არის ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ისე საქართველოს მთავრობა, მაგრამ მორიგი ფეიკ-ნიუსი ხომ უნდა გამოაცხონ, ფულს ტყუილად ხომ არ უხდიან. არ დაიღალეთ ამდენი ტყუილით და ფეიკის მოგონებით???”, – წერს ფოჩხუა.

ასევე იხილეთ