“სალომე ზურაბიშვილი ამას წინათ ამბობდა საერთოდ, რომ რუსეთის ტექნოლოგიებით შემოჭრას ჰქონდა ადგილიო და ამ ტექნიკური საშუალებების, ამერიკული კომპანიების აუდიტმა სრული უსაფრთხოება დაამტკიცა, რასაც თვითონაც ამტკიცებდნენ არჩევნების წინ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„აი, ამას უმტკიცებდნენ მსოფლიოს საზოგადოებას, რომ ეს შესაძლებელია საქართველოში, რომ ჩვენ არ გყავს ამორჩეული, ჩვენ ინტელექტუალური საზოგადოება კი არა, ცხვრის ფარა გვყავს, რომელსაც თითს დაუქნევ, მოატყუებ რომ ვიღაცას შეუძლია ამოიცნოს მეორე მხარეს გამოჟონილი მელნით რომელ პარტიას მიეცი ხმა და თუკი ეს პარტია არ აღმოჩნდება “ქართული ოცნება”, სასტიკად დაგსჯის. სალომე ზურაბიშვილი ამას წინათ ამბობდა საერთოდ, რომ რუსეთის ტექნოლოგიებით შემოჭრას ჰქონდა ადგილიო და ამ ტექნიკური საშუალებების, ამერიკული კომპანიების აუდიტმა სრული უსაფრთხოება დაამტკიცა, რასაც თვითონაც ამტკიცებდნენ არჩევნების წინ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. განახლდა გამოკითხვის პროცესი. მოსამართლის თანდასწრებით დღეს კითხვებს პასუხობდა საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე.