leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეტე ფრედერიკსენი: არსებობს რისკი, რომ უკრაინაში მშვიდობა უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ომი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის გეგმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობა უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აშშ-ს მთავრობა ამჟამად ქმნის უამრავ გაურკვევლობას უკრაინაში ომთან დაკავშირებით და ეჭვობს, რომ რუსეთის ლიდერს მშვიდობა სურდეს.

„მესმის, რომ ბევრი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა ან ცეცხლის შეწყვეტა კარგი იდეაა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ უკრაინაში მშვიდობა უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამერიკელების მიმართ თავს არ ვგრძნობ ისე თავდაჯერებულად, როგორც წარსულში. მაგრამ ვფიქრობ, ყველა გაოცებულია იმით, თუ რა სისწრაფით შეიქმნა გაურკვევლობა და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას“, – აღნიშნა დანიის მთავრობის მეთაურმა.

წყარო: spnews.ge

ასევე იხილეთ