შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო არხებს აწესრიგებს.
ქალაქ წნორში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 1000 მეტრი სიგრძის ბოდბისხევის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 0,7 კმ-ზე მეტი უკვე გაწმენდილია.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 100 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
არხის გაწმენდით სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ მარტში დაასრულებს.