ლევან მახაშვილი: მთავრობისკენ სანამ გაიშვერენ თითს და რამეში დაადანაშაულებენ, საზოგადოებას უპასუხონ, ქვეყანას სამი წლის წინ რისკენ მოუწოდებდნენ და რა ალტერნატივას სთავაზობდნენ

“სანამ ეს ადამიანები მთავრობისკენ გაიშვერენ თითს და მთავრობას რამეში დაადანაშაულებენ, საზოგადოებას უპასუხონ, ქვეყანას სამი წლის წინ რისკენ მოუწოდებდნენ და რა ალტერნატივას სთავაზობდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში „რუსეთუმეობაზე“ აქვთ აქცენტი და სამი წლის ისტორიამ საზოგადოებას დაანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები სწორი იყო.
„შინაარსი, რაც დღევანდელ აქციას აქვს, ერთგვარი წყლის ნაყვა, ზედმეტი ხმაურის გამოწვევაა და აქცენტირებაა იმაზე, რაც საქართველოში არ არის. ბოლო სამი წლის განმავლობაში „რუსეთუმეობაზე“ აქვთ აქცენტი და სამი წლის ისტორიამ საზოგადოებას დაანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები სწორი იყო, რათა ქვეყანა იმ ომისგან გადაერჩინა, რომლის წინაშეც საზოგადოება იდგა. ამიტომ, სანამ ეს ადამიანები მთავრობისკენ გაიშვერენ თითს და მთავრობას რამეში დაადანაშაულებენ, საზოგადოებას უპასუხონ, ქვეყანას სამი წლის წინ რისკენ მოუწოდებდნენ და საზოგადოებას რა ალტერნატივას სთავაზობდნენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.