ფრიდრიხ მერცი ადასტურებს, რომ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი ადასტურებს, რომ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
„დღეს მოლაპარაკებების შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერ ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები გააქტიურდება“, – განაცხადა მერცმა.
მერცი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტია გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მიგრაცია და ეკონომიკა.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გერმანიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, სადაც ფრიდრიხ მერცის ლიდერობით, კონსერვატიული ბლოკის, ქრისტიან დემოკრატიული/ქრისტიან სოციალურმა კავშირმა გაიმარჯვა.