leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.

„საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ