leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარინა ლობჟანიძე: ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ – ის პოლიტიკური ბრძოლები, რაც არის გარშემო და ის გეოპოლიტიკური მისწრაფებები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვთ

საქართველო პატარა სახელმწიფოა და, შესაბამისად, მან ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს – გარშემო არსებული პოლიტიკური ბრძოლები და გეოპოლიტიკური მისწრაფებები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვთ, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის” წევრმა, მარინა ლობჟანიძემ.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ – ის რეალობა, რაც არის გარშემო, ის პოლიტიკური ბრძოლები, რაც არის გარშემო, ის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მისწრაფებები, რაც აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. გვმართებს გონიერება, ძალიან დიდი გონიერება. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ისტორიული გაკვეთილები. ჩვენ ზნეობრივი ისტორიის მატარებელი ერი ვართ, ამიტომ აქვს ილიას ნათქვამი: „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით?!“. აი, რანი ვიქნებით, ეს სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

საზოგადოება „ქართული” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები 25 თებერვლის კონტექსტშია განსახილველი.

ასევე იხილეთ