leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: თურქეთი არის აქტიური მონაწილე იმ პროცესების, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, დიალოგი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან

თურქეთი არის აქტიური მონაწილე იმ პროცესების, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, დიალოგი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.

„თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამით რეალურად დასრულდება მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ციკლი. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ანკარაში, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის. რა თქმა უნდა, ველი შეხვედრას ჩემს კოლეგა მინისტრთან. თურქეთი არის აქტიური მონაწილე იმ პროცესების, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, დიალოგი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან. გარდა იმისა, რომ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს თურქებთან, გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ორ ქვეყანას შორის განსახილველი, რამაც პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო განვითარებაში“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ