leaderboard_below_slide
left_sabechdi

Financial Times: უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება გააუმჯობესებს ურთიერთობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

„უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი ახლა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას საკუთარი მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივ ათვისებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე რესურსების განვითარებისგან“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის წყაროების ცნობით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება გაცილებით მომგებიან პირობებზე. აღნიშნული შეთანხმება კი წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობებს გააფართოებს და კიევის სამომავლო პერსპექტივებს განამტკიცებს, განსაკუთრებით სამწლიანი ომის შემდეგ.

ასევე იხილეთ