მაკა ბოჭორიშვილი: შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან

შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტისას.
მისი თქმით, ბრიუსელი ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით მიეჩვია უსაფუძვლო და ყოველნაირ საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთებას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ასეთი არასამართლიანი მიდგომები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. როდესაც საუბარი ეხება პერსონალურ სანქციებს, მითუმეტეს ადამიანებზე, შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არიან აქტორები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმისკენ, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება ბრიუსელის ინსტრუმენტად გამოყენება და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ამას უშლის ხელს დღეს უნგრეთი, სლოვაკეთი და ისინი გააგრძელებენ ასე მოქმედების“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.