leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმება მის მონაწილეებს ცოტათი უკმაყოფილოს დატოვებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმება მის მონაწილეებს ცოტათი უკმაყოფილოს დატოვებს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა იცის როგორ დადოს გარიგებები. შეთანხმების მისაღწევად, ორივე მხარე უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. როგორც წესი, კარგი გარიგების შემდეგ ორივე მხარე ცოტათი უკმაყოფილოდ გრძნობს თავს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ არ განიხილავს იმ დათმობებს, რომლებსაც დონალდ ტრამპის გუნდი სთავაზობს მოლაპარაკებების დროს.

ასევე იხილეთ