leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ურუშაძე: უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი და სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება

“უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება”, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება.

„სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ასევე თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ ყველა იმ პრობლემის, გამოწვევის გადაჭრა, რაც მათი და ჩვენი რეგიონის წინაშე დგას“, – განაცხადა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ასევე იხილეთ