ჯო უილსონი ტრამპის გამოსახულებით ახალი, 250 დოლარის ნომინალის კუპიურის შექმნის კანონპროექტს ამზადებს

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულებით ახალი, 250 დოლარის ნომინალის კუპიურის შექმნის კანონპროექტს ამზადებს.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ ვამზადებ კანონპროექტს, რომელიც გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს დაავალდებულებს შეიმუშაოს 250-დოლარიანის დიზაინი დონალდ ტრამპის გამოსახულებით. ბაიდენის ინფლაციამ ეკონომიკა გაანადგურა და აიძულა ამერიკული ოჯახები დიდი ოდენობით ნაღდი ფული ატარონ. ყველაზე ძვირადღირებული კუპიურა ყველაზე ძვირფასი პრეზიდენტისთვის“, – დაწერა უილსონმა.