მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლად მისწერს საპარლამენტო კომისიას წერილს, რათა მიიღოს განმარტება, რატომ მკურნალობენ მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელს სახეში გაარტყა?
„აუცილებლად მივწერ კომისიას წერილს, რატომ არ მაქვს მე მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები, როცა მესროლეს, ოჯახი გამიძარცვეს და სამსახური დამაკარგვინეს და რატომ არის მზია ამაღლობელი წამოკოტრიალებული სააკაშვილთან ერთად „ვივამედში“? მაინცადამაინც პოლიციელი უნდა ვცემო, რომ მიმკურნალონ? ხალხი ძალიან ბევრ რამეს ითმენს… ამათ, ამ მოღალატეებს, ოპოზიცია რომ ჰქვიათ, საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღება სურთ, მაგრამ საქართველოს ვერაფერს დააკლებენ, რადგან კრიტიკულ მომენტში მოსახლეობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს“, – აცხადებს მაყვალა ბერიანიძე.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“