leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაყვარა ბერიანიძე: გამოსაძიებელია, 1995 წელს ვინ ჩაწერა საპარლამენტო სიაში სააკაშვილი და ბარამიძე?

ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე გაზეთ “ასავალ- დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მარტო 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ კმარა, აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაკომპლექტება საზოგადოებრივ საწყისებზე და ქვეყანაში 1991-92 წლებიდან განვითარებულ პროცესებს გამოიძიებს.

“1995 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მაღალი თანამდებობის პირების ქმედებების კანონიერების შემსწავლელი კომისია, სადაც აპარატის უფროსი ვიყავი. სწორედ იმ კომისიამ მოხსნა უშიშროების მინისტრი, გენერალური პროკურორი და ა.შ. სწორედ ამ კომისიამ მოძებნა, რუსეთიდან ჩამოიყვანა და დააპატიმრა გოჩა ჯიქიას მკვლელი, რომელსაც მანამდე თავდაცვის სამინისტროში აწინაურებდნენ და ჯილდოებს აძლევდნენ. 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი მოვიდა თუ არა, მესამე დღეს გამათავისუფლა და კომისია დაშალა.

მხოლოდ 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ კმარა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ , აუცილებლად შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოებრივ საწყისებზე და მასში შევლენ არა მარტო პარლამენტის წევრები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები – ჟურნალისტები, ისტორიკოსები, იურისტები, ხელოვნების მუშაკები და ა.შ. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და გაირკვეს – ვინ ეძახდა ზვიად გამსახურდიას ჩაუშესკუს? ვინ გაიყვანა რაზმი ზღვაზე? ვინ წაიყვანა არმია რკონის ტყეში? ვინ იდგა ქაშვეთთან იარაღით? ვინ ვის და რატომ ესროდა? რა მოხდა აფხაზეთში? 1991 წლის აგვისტოში ვინ დამალა სოხუმში ბინ ლადენის ჩამოყვანა? 1995 წლიდან მოყოლებული რატომ არის გია ბარამიძე სულ საპარლამენტო სიაში? რატომ იყო 1995 წლის 29 აგვისტოს „ტერაქტი“ სპექტაკლი? ვინ ჩაწერა 1995 წელს სააკაშვილი საპარლამენტო სიაში?

აი, ეს ყველაფერი თუ არ იქნება გამოძიებული, არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება!“, – აცხადებს მაყვალა ბერიანიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ