leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად მიუდგეს ამ პროცესს, ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი, ვიწროპარტიული, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

“სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მუდმივად ჩასაფრებულ რეჟიმშია”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად მიუდგეს ამ პროცესს, ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი, ვიწროპარტიული, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

“სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მუდმივად ჩასაფრებულ რეჟიმშია და ის გარდაცვლილი ადამიანები – კიდევ ერთხელ მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო – დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად მიუდგნენ ამ პროცესს, ცდილობენ ყველა ტრაგედია საკუთარ ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არანაირად გამართლებული არ არის, თუმცა რა ვქნათ, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე, ისინი ასეთები არიან, ჩვენ ამ რეალობას ვერ გავექცევით, თუმცა როგორც გითხარით, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და იცით თქვენ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე”, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ