რუმინულმა პოლიციამ პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ დააკავა და დაკითხვაზე მიიყვანა, რომელიც მისი წინასაარჩევნო კამპანიის გამოძიებას ეხება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ოპოზიციამ, რომელიც ჯორჯესკუს კანდიდატურას მხარს უჭერს, უკვე დააანონსა მიტინგი პროკურატურასთან.
მედიის ცნობით, პროკურატურა აგრეთვე იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს ჯორჯესკუს მოკავშირეებისა და დაცვის წევრების შესახებ.
“დაახლოებით, 30 წუთის წინ სისტემამ ის (ჯორჯესკუ) საცობში გააჩერა და პროკურატურაში დაკითხვაზე გადაიყვანა, სად არის დემოკრატია, სად არიან პარტნიორები, რომლებმაც დემოკრატია უნდა დაიცვან?”, – ნათქვამია პოლიტიკოსის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.