“ოპოზიციას, სამწუხაროდ, მოკავშირედ უბედური შემთხვევა ან სტიქია ჰყავს. სტიქია ისეთი რამეა, რაც პირდაპირ მართვას და პირდაპირ დაგეგმავს არ ექვემდებარება. იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური და დროული? რა თქმა უნდა, ადეკვატური იყო”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა
“როცა მთავრობის სხდომა იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში სტიქიის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო და ყველა ნაბიჯი იდგმებოდა. სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს. სახელმწიფოს მხრიდან, ამის პარალელურად, ძალისხმევა იზრდებოდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო თავდაცვის ძალების გამოყვანაზეც”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.