leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ამოცანაა – კომუნიკაციების უზრუნველყოფა, გზების გასუფთავება და ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ გურიიდან ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული რელიეფის გამო, არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერჯერობით, კვლავ ვერ ხერხდება გზის გახსნა.

„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუკავშირდეთ. ვცდილობთ გამოვიყენეთ სპეციალური ტექნიკა, როგორიცაა თოვლმავალიბურანები და მაქსიმალური საჭიროების პირობებში მივაწოდოთ აუცილებელი მედიკამენტები და საკვები“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რეგიონში ძალიან ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული.

„ეს არის ცვალებადი პროცესი და შეიძლება, მოგვარებული საკითხი კვლავ გაპრობლემდეს. უხვი ნალექიდან გამომდინარე, შეიძლება, ვითარება გზებზე ასევე შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა – კომუნიკაციების უზრუნველყოფა, გზების გასუფთავება და შემდგომ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს არის ამოცანები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. ძალიან ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული და ვცდილობთ ყველა გამოძახება პასუხგაცემული იყოს”, -განაცხადა მან. 

მისივე თქმით, მოსახლეობიდან სხვადასხვა მოთხოვნა ფიქსირდება.

„არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა საერთოდ არ არსებობს. მივდივართ ოჯახებში, მადლობას გვიხდიან რომ მივაკითხეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის საჭიროება არ აქვთ. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შევინარჩუნოთ, მოვიკითხოთ ეს ადამიანები და უზრუნველვყოთ მათ საჭიროებები. არიან ოჯახები, სადაც საჭიროა მედიკამენტები და საკვები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ