leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი სტიქიასთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: მიმდინარეობს მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელება

“ეს არის სპეკულაციები, რომელიც უსაფუძვლოა და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათიანი არსებობის პერიოდი აქვს”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის და მასთან აფილირებული პირების თუ მედიასაშუალებების მიერ წამოწყებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე.

მისი თქმით, ყველა უწყება, რომელიც ჩართულია სტიქიის ზონებში გაწმენდით და სამაშველო სამუშაოებში, თავის საქმეს წარმატებით ართმევს თავს და არ შეიძლება, მათ შრომას მსგავსი სპეკულაციებით ჩრდილი მიადგეს.

“მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია, მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომლებსაც დღეს რეალურად ასრულებს და ძალიან კარგად ასრულებს ყველა ის უწყება, რომელიც არის ადგილზე მობილიზებული.

მინდა ხაზი გავისვა იმას, რომ ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ექიმებს, რომლებიც დაუღალავად, პრაქტიკულად, 24/7-ზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჯარისკაცებს. მათ ძალისხმევაზე ჩრდილის მიყენება ნამდვილად არ არის კარგი საქმე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ