leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტში უკრაინა მოვალე არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ შეიცავს დებულებებს უკრაინის შეერთებული შტატებისადმი ვალის შესახებ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მომზადებისას მისთვის მთავარი იყო, რომ „ჩვენ არ ვართ მოვალეები“.

„და მიუხედავად იმისა, რასაც მედია წერს, შეთანხმებაში არ არის 500 მილიარდი დოლარის ვალი, არც 350 და არც 100 მილიარდი. რადგან ეს იქნებოდა უსამართლო ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ