მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის საერთაშორისო პრინციპი, რომელიც ჩვენთვისაა მნიშვენლოვანი, მის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

საქართველო ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, ეს არის ის საერთაშორისო პრინციპები, რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზედაც უნდა იდგეს საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ ასე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს სერიოზულ მიდგომებს, სერიოზულ დიალოგს, რომ მიღწეული იყოს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყდეს ომი, ადამიანების სიკვდილი.
„საქართველო ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ეს არის ის პრინციპები, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საერთაშორისო პრინციპები, რომელზედაც უნდა იდგეს საერთაშორისო წესრიგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის, მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომებს, მოითხოვს ძალიან სერიოზულ დიალოგს, რომ მიღწეული იყოს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყდეს ომი, შეწყდეს ადამიანების სიკვდილი და შემდგომ დაიწყოს საუბარი, თუ რა შედეგებით შეიძლება დამთავრდეს ის კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.