leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლიბერთი საფეხბურთო კლუბი ,,იბერიას“ გენერალური სპონსორი გახდა

ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბიიბერია 1999“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთისაქართველოს მოქმედი ჩემპიონის . ,,იბერია 1999-ის“ გენერალური სპონსორი გახდა.

ურთიერთპარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს .,,იბერია 1999“ –ის დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, გენერალურმა დირექტორმა ვეფხვია ამირიძემ და სს ლიბერთი ბანკის  კორპორატიული მიმართულების ხელმძღვანელმა რატი მეხრიშვილმა.

„გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, ლიბერთის მიმართ, რომელიც ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და  ყველაზე მზარდი, წარმატებული ქართული კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. ეს პარტნიორობა ჩვენი მომავალი წარმატების საწინდარია, რადგან ლიბერთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ ,,იბერია 1999“-ის პირველ გუნდს, არამედ,,იბერიას“ აკადემიასაც, სადაც ამჟამად ათასამდე ბავშვი ვარჯიშობს.

წელს, ჩვენი საფეხბურთო კლუბი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებს მონაწილეობას. ამიტომ, ლიბერთის მხრიდან ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, მათთან ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“ – ტარიელ ხეჩიკაშილი, . ,,იბერია 1999“-ის  დამფუძნებელი.

,,ლიბერთი აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კლუბი ,,იბერია 1999გენერალური სპონსორობა, რომელიც ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბის წარმატებაში, ვუქომაგებთ ჩვენს გუნდს საქართველოსა და ევროპაში.’- რატი მეხრიშვილი, კორპორატიული მიმართულების ხელმძღვანელი

ასევე იხილეთ