ირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა
„ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“.