ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ისევ ვაცხადებთ, რომ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში წევრობისთვის, მაგრამ დღეს კითხვა უკვე სხვანაირად დგას, იქნება კი ევროკავშირი მზად იმისთვის, რომ გაფართოვდეს და ახალი წევრები მიიღოს

„ევროკავშირი საინტერესო იყო იმიტომ, რომ ეს იყო სივრცე, სადაც იყო მშვიდობა და სადაც მუდმივად იზრდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ამის გარანტი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ გავიდეს ევროპის უსაფრთხოებიდან, მაშინ ეს გამოიწვევს დიდ, ტექტონურ ცვლილებებს თვითონ ევროკავშირში“,– ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში “ღამის კურიერი“ განაცხადა.
„თუ შენი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, შენ ვერანაირად შეძლებ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. ევროკავშირი საინტერესო იყო იმიტომ, რომ ეს იყო სივრცე, სადაც იყო მშვიდობა და სადაც მუდმივად იზრდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ამის გარანტი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. NATO ერქვა, მაგრამ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები იყო იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ გამოვწევთ NATO-სგან, მაშინ NATO-სგან არაფერი დარჩება. დღეს სწორედ ამიტომ არის გაურკვევლობა ევროპაში, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ გავიდეს ევროპის უსაფრთხოებიდან და ევროპას მიანდოს საკუთარი უსაფრთხოება, მაშინ ეს გამოიწვევს ძალიან დიდ, ტექტონურ ცვლილებებს თვითონ ევროკავშირში. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. ჩვენ ისევ ვაცხადებთ, რომ 2030 წელს, ჩვენ ვიქნებით მზად ევროკავშირში წევრობისთვის, მაგრამ დღეს კითხვა უკვე სხვანაირად დგას-იქნება კი ევროკავშირი 2030 წელს მზად იმისთვის, რომ გაფართოვდეს და ახალი წევრები მიიღოს“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.