გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული: თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო გამოწვეულ სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა.
“თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში. ხდება მათ მიერ სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით გადაადგილება ისეთ სოფლებში და ადგილებში, სადაც ჯერჯერობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა.