გარემოს ეროვნულ სააგენტოში უახლოეს დღეებში სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან. დღეს დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა- სამეგრელოს ტერიტორიაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა ღამით შენარჩუნდება ყინვა.
„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში +2 +7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.