სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, – „კაცი, რომელიც ნაციონალებს დამთავრებით ემუქრებოდა, დღეს მათ გვერდით დგას და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს აფრიალებს. გაიხაროს იმისმა მარჯვენამ, ვინც ამ უსირცხვილო, ქვეყნის გამყიდველ არარაობებს- გახარიას და ზურაბიშვილს კვერცხები ესროლა! ყველას ეშინოდეს ხალხის და უფლის სამართლის, განსაკუთრებით ნაძირალა ნაციონალებს! მათ თუ ჰგონიათ, შერჩებათ დანაშაულები და არ მოხვდებათ კვერცხები თავში, ძალიან ცდებიან“.
ლია კრიალაშვილი ნანობს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის არჩევნებში ხმა რომ მისცა.
„პირადად მე, საკუთარ თავს ვადანაშაულებ ამ ქალის ხელისუფლებაში მოთრევაში. არამის იყოს მასზე ჩემი სამსახური! არ მეგონა, თუ ასეთი ავადმყოფური აზროვნების იყოს. წარმოგიდგენიათ, რა რთულად არია მისი საქმე, რომ თავს დღესაც პრეზიდენტს უწოდებს?! ფსიქიკურად შერყეულია თვითონაც და მის უკან მდგომნიც“, – აცხადებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული გია კრიალაშვილი და, ლია კრიალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“