„ქართული დასის“ ლიდერის, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრის – ჯონდი ბაღათურიას აზრით, “კოლექტიურმა დასავლეთმა” უკრაინაში რუსეთთან ომი წააგო. ეს თავსატეხი ტრამპს წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით ერგო და ჩქარობს ომის დასრულებას.
“ახლა მიდის განტევების ვაცზე საუბარი. თუ პროცესი დროში გაიწელება და 5-6 თვე გასტანს, მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის პრობლემა აღარ იქნება, ტრამპისთვისაც თავსატეხი გახდება, რაც ყველაზე სახიფათოა, ამიტომ ჩქარობს ომის დასრულებას და სწორადაც იქცევა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამერიკისთვის მთავარი ოპონენტი და ანგარიშგასაწევი ძალა რუსეთია. ამ ორ სახელმწიფოს შეუძლია ერთმანეთი და დედამიწა სრულად გაანადგურონ. ბოდიში, მაგრამ, ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში ვინ არის ზელენსკი? ერთი ჩვეულებრივი იდიოტია ისევე, როგორც მაკრონი და შოლცი! რა პრეტენზიებს გამოთქვამს, ვის აშინებს? თვითონ კი მიიჩნევს, მაგრამ უკრაინა არ არის დედამიწის ჭიპი. ზელენსკი გრძნობს, რომ ზედმეტი გახდა უკრაინის შიგნითაც და გარეთაც. ამხელა სისხლისღვრა დაუსჯელად უბრალოდ ვერ ჩაივლის”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.
წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”