leaderboard_below_slide
left_sabechdi

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების, ადგილზე მიწოდება.

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, ჩართული არის თავდაცვის ძალები, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ასევე იხილეთ