leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლია კრიალაშვილი: სალომე ზურაბიშვილს კვერცხს პირდაპირ შუბლში გავუქანებდი

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული პოლკოვნიკის – გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს:

„როდესაც დანაშაულს დანაშაულს უმატებდნენ, ვამბობდი, – დადგება დრო, ქუჩაში თავს ვერ გამოყოფენ-მეთქი. ახლა სწორედ ეს დროა. რატომ უკვირთ და იშვერენ ხელს „ქართული ოცნებისკენ“?! სალომე ზურაბიშვილი კვერცხების სროლას კი არა, ძელზე გაკვრასაც იმსახურებს იმისათვის, რაც ხალხის სახელით ქვეყანას გაუკეთა! რა შუაშია ასაკი და სქესი ქვეყნის ღალატთან? დღეს გამოდის და აცხადებს, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო, თურმე, კვერცხის მსროლელი უნდა დაისაჯოს და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი შეწყალებულ იქნას. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო როგორღაც ომში ჩაეთრიათ, დიდი თუ პატარა ამოეჟლიტათ. კვერცხების სროლა კი არა, სარით უნდა ეცემათ და არ შემოეშვათ საქართველოში. ეს კუდიანი დედაბერი არ იმსახურებს ქართულ მიწაზე ფეხის დადგმას. ნეტა, იქ ვყოფილიყავი, კვერცხს პირდაპირ შუბლში გავუქანებდი“, – აცხადებს ლია კრიალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 19 თებერვალს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ