ირაკლი ქარსელაძე: ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს, თუმცა პროგრესი არის

“უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
“განვლადობა არის უზრუნველყოფილი. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს, თუმცა აქაც არის პროგრესი და ტემპიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი პროგრესია დაგეგმილი“, – აღნიშნა ქარსელაძემ.