leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგომის წამიდან გახარია გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა

“როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, მაშინ წარმოიშვა უკვე სერიოზული საფუძველი იმისა, რომ აქედან დასკვნაც გაგვეკეთებინა. იმ წუთიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული გახარია გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„ფაქტია, რომ ამ ოპერაციის გარკვეული ელემენტების მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაჩნდა საზოგადოებაში და გუნდის შიგნითაც, მაგრამ რეალობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, მაშინ წარმოიშვა უკვე სერიოზული საფუძველი იმისა, რომ აქედან დასკვნაც გაგვეკეთებინა. იმ წუთიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული გახარია გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა და არა მარტო 20 ივნისს, არამედ მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში რაღაც გაუგებარი ოპერაცია ჩაატარა. იგივე, როდესაც ერთ-ერთ ღამის კლუბს თავს დაესხა და არანაირი შედეგი ამას არ მოუტანია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მთავარი კითხვები ეხება საპოლიციო ღონისძიებებს, უწყებას მაშინ გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

ასევე იხილეთ