leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაყვალა ბერიანიძე: „კმარას“ მამუკა ხაზარაძე და თემურ ჭყონია აფინანსებდნენ

მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე საჭიროდ მიიჩნევს საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს, თუ ვინ აფინანსებდა “კმარას” და რა მიზნით იყვნენ ამ ორგანიზაციის აქტივისტები “ვარდების რევოლუციამდე” ბელგრადში.

“გაასაჯაროვონ „კმარას“ პირველი წევრების სია და გამოიძიონ, ვინ გაუშვა „კმარას“ აქტივისტები ბელგრადში ტრენინგებზე? „კმარას“ პირველი აქტივისტები იყვნენ გიგი უგულავა და თეა თუთბერიძე! გამოიძიონ, ვინ დააფინანსა მათი ვოიაჟები საზღვარგარეთ, საერთოდ, ვინ აფინანსებდა „კმარას“ და ვინ იყო „კმარას“ პირველი, მეორე და მესამე გუნდი? ეს ის ხალხია, ვინც პოლიციელებს აგინებდა, აფურთხებდა და კუბოებს წვავდა. დიახ, ქართველები აფინანსებდნენ და კომისიამ ეს არ უნდა დაადგინოს? თუ წულუკიანის კომისია გამოძიებას დაიწყებს, გამოჩნდება, რომ „კმარას“ სწორედ მამუკა ხაზარაძე და თემურ ჭყონია აფინანსებდნენ! სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძეს სააკაშვილის დროს ფრთები გაეშალა და საპრეზიდენტო ორდენები მიეღო!”, – აცხადებს მაყვალა ბერიანიძე.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ