leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და ამის განხილვა მოლაპარაკებებზე შეუძლებელია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და მოლაპარაკებებში ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს.

„ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა, რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ეს ფაქტია, რომლის უარყოფა ან განხილვა აბსოლუტურად შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ძალებს ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი არ აქვთ.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს ექნებათ პოლიტიკური ნება და მზაობა, მოუსმინონ ერთმანეთს, ისინი შეძლებენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას.

„არავინ ელოდება ადვილ და სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩვენს დღის წესრიგში მეტისმეტად რთული პრობლემაა, მაგრამ ორივე ქვეყნის პოლიტიკური ნების შენარჩუნებისა და ერთმანეთის მოსმენის მზაობის პირობებში, ვფიქრობ, შევძლებთ ამ სამუშაო პროცესის გავლას“, – განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ