leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: როცა გლობალურ პარტიას და „დიფ სთეითს“ ებრძვის ისეთი ზესახელმწიფო, როგორიც აშშ-ია, ტრამპთან ერთად, ეს დრო საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ და გავძლიერდეთ

„FARA-სთან დაკავშირებით შემდეგი კონტექსტი უნდა გავიგოთ – საქართველო აქამდე არ ყოფილა ისეთი კრიზისისა და გამოწვევების წინაშე, როგორც ახლაა და თუკი ახლა არ დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესს, მეორე შანსი აღარ გვექნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, როცა გლობალურ პარტიას და „დიფ სთეითს“ ებრძვის ისეთი ზესახელმწიფო, როგორიც აშშ-ია, ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, ეს დრო საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს და გაძლიერდეს.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა. უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი, როცა ფინანსების გარეშეა დარჩენილი აგენტურა; როცა სრულიად დეზორიენტირებულია კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია; როცა „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია დარტყმის ქვეშაა და მათ ისეთი ზესახელმწიფო ებრძვის, როგორიც აშშ-შია, ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ა.შ., შესაბამისად, „დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას აღარ სცალიათ საქართველოში ლოკალური სიტუაციის ასარევად და სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ მომენტი, რათა საზოგადოება იქნას დაცული და ერთხელ და სამუდამოდ დავდგეთ იმ რელსებზე, როცა გარე ფაქტორები აღარ იქნება შიდა არეულობების მაპროვოცირებელი“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ