ჩოხატაურის მერი: გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ცენტრალურ გზებს

“გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ცენტრალურ გზებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
მისივე თქმით, ელექტროენერგია კვლავ გამოწვევად რჩება.
“გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ცენტრალურ გზებს. ასევე, მძიმე მდგომარეობაა სახლების კუთხითაც, რამდენიმე სახლი დანგრეულია მაღალი თოვლის საფარის შედეგად. აღნიშნული ოჯახები გადაყვანილი არიან ნათესავებთან და სასტუმროებში.
ელექტროენერგია კვლავ გამოწვევად რჩება. დაახლოებით, ათასამდე აბონენტი გამორთულია, მაგრამ „ენერგო პროს“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე. ბუნებრივი აირის კუთხითაც გვაქვს შეფერხებები. მაღალი თოვლის საფარის გამო, „სოკარის“ წარმომადგენლობა ვერ ახერხებს შესაბამის სოფლებში შესვლას, მაგრამ როდესაც ეს მძიმე ტექნიკა და სპეცტექნიკა გაივლის აღნიშნულ მონაკვეთს, ბუნებრივი აირიც მალევე ჩაირთვება“, – აღნიშნა დავით შარაშიძემ.