leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩოხატაურის მერი: პრემიერის განკარგულებით სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შესვლას

“პრემიერ-მინისტრის განკარგულებით რამდენიმე საათში სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შესვლას და დაიწყება გზების გაწმენდითი სამუშაოები. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. იცოდეთ, რომ ხელისუფლება თქვენს გვერდშია”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 8 სოფელია, სადაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა შესვლა. სპეცტექნიკის ჩართვის შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდება.

„24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები. იწმინდება ცენტრალური გზები მაგრამ გვრჩება რამდენიმე სოფელი, სადაც თოვლის საფარი, დაახლოებით, 3 მეტრს აღწევს და ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ გაწმენდით სამუშაოებს. თუმცა პრემიერ-მინისტრის განკარგულებით რამდენიმე საათში სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შევიდეთ და გზების გაწმენდითი სამუშაოები დავიწყოთ.

დღეს საღამოდან დაიწყება თითქმის ყველა სოფელში, სადაც ვერ შევედით ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი სპეციალური ტექნიკით. აქტიურ კავშირზე ვართ ყველა ოჯახთან, ასევე წარმომადგენლობასთან. ჩვენ, ჩვენი სამსახურებით, ასევე, თავდაცვის ძალებით, პოლიციის სხვადასხვა უწყებებით ვახერხებთ, რომ თითოეულ ოჯახს ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება კლინიკაში გადაადგილება, პრობლემა ექმნება საკვებზე, პრობლემა ექმნება მედიკამენტებზე შესაბამისი ტიპის ტექნიკით, „ბურანებით“ ვახერხებთ ამ ადამიანებთან კომუნიკაციას. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. იცოდეთ, რომ ხელისუფლება თქვენს გვერდშია“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.

მისი თქმით, ოჯახები, რომლებსაც თოვლის საფარმა სახლები დაუზიანა ან არსებობდა ჩამონგრევის საფრთხე გაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

“მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დათვლა თუ რამდენი ოჯახი დაზიანდა და რამდენი სახურავი დააზიანა თოვლის საფარმა”, – განაცხადა დავით შარაშიძემ.

ასევე იხილეთ