რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა.
“თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველივე კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. არსებობს განწყობა, რომ აღდგეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და თანდათან მოგვარდეს მსოფლიო არქიტექტურაში დაგროვილი მასშტაბური სტრატეგიული პრობლემები”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში ყველა არ არის კმაყოფილი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლებით.