leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეობი“ საპროტესტო აქციას აორგანიზებდნენ“.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეობი“ საპროტესტო აქციას აორგანიზებენ. 2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ