leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ მოხდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ მოხდება“, ხოლო აშშ-ისთვის „იშვიათი წიაღესეულის შესახე შეთანხმება“ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

ტრამპის თქმით, აშშ შეეცდება, უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაუბრუნოს შეთაბხმების ფარგლებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ცოტა დაძაბული გახდა“.

ასევე იხილეთ