leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არ მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ ხალხს ტრაგედია უხარია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამაზე მეტყველებს

“მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამაზე მეტყველებს”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარების შეფასებისას.

“ამას იყენებს ოპოზიცია, რომ აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომ დაზაფროს საზოგადოება. ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ, რა დეზინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა ოპოზიციური ტელევიზიით. მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამაზე მეტყველებს. მე მინდა, რომ ძალიან ვცდებოდე ამას, როდესაც ვაცხადებ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ