ზვიად შალამბერიძე: ოთხივე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ

“ოთხივე მუნიციპალიტეტში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ზესტაფონსა და ბაღდათში გვაქვს უფრო რთული ვითარება, ვიდრე ტყიბულსა და თერჯოლაში”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, უახლოეს საათებში, როგორც ენერგომომარაგება, ასევე გაზმომარაგება აღდგება.
“ბოლომდე მივიყვანთ ყველაფერს, ბოლომდე მივიყვანთ გაწმენდით სამუშაოებს და გავწმენდთ არა მარტო ცენტრალურ გზებს, არამედ უბნებსა და საუბნო გზებსაც. თავისთავად ყველა იმ საჭიროებაზე, რაც იქნება ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას“, – აღნიშნა შალამბერიძემ.