leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს ვაშინგტონში ზელენსკი ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი უკვე ჩავიდა აშშ-ში. მანამდე ის ირლანდიაში იმყოფებოდა და დუბლინის აეროპორტში ხანმოკლე შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიხალ მარტინთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტის დროს ხელი მოეწერება აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ წიაღისეულთა შესახებ ხელშეკრულებას.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

 

ასევე იხილეთ