leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ზალკალიანი: იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები

“იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა. უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.

„იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც – დარჩენილი 20 ათასი აბონენტიდან გუშინ ჩაირთო 12 ათასი აბონენტი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ასევე იხილეთ